piradi kabineti
მომხმარებელი 
პაროლი 
      
»   რეგისტრაცია    »   პაროლის აღდგენა
   
   
   
   
    
   
   
   
რა არის VIN კოდი
 სად ვნახო ვინ კოდი?
 
 
  VIN კოდი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი - ვინ კოდი - VIN Code. ვინ კოდის ნახვა შეიძლება ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის ქვედა მარჯვენა კუთხეში და ავტომანქანაზე, სურათებზე მითითებულ ადგილებში.  ვინ კოდის შემოწმება შესაძლებელია ჩვენი საიტის მეშვეობით. ინსტრუქცია როგორ შევამოწმოთ ვინ კოდით მანქანის ისტორია შეგიძლიათ ნახოთ აქ

1977 წელს აშშ-სა და კანადაში შემოღებული იქნა სტანდარტი ISO 3779, რომელიც აღწერს VIN კოდის ფორმატს.

VIN (Vehicle Identification Number) - ითარგმნება, როგორც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი. შემქმნელებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ავტომანქანების კლასიფიკაციის მარტივი და სანდო მექანიზმი. 

VIN კოდის თითოეული სიმბოლო შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ავტომანქანის შესახებ და გააჩნია შიფრის მკაცრად შეზღუდული სახესხვაობანი. VIN კოდის შედგენის დროს აშშ-ს ყველა მწარმოებელი, ასევე საავტომობილო კომპანიები, რომლებიც ავტომანქანების იმპორტს ახდენენ აშშ-ში, იცავენ საკონტროლო რიცხვის გამოთვლის წესებს. ევროპელი მწარმოებლები ზოგიერთ შემთხვევაში არ იყენებენ სტანდარტს ISO 3779.

 Vehicle Identification Number (ვინ კოდი - VIN Code), ISO 3779-ს სტანდარტის შესაბამისად,  17 სიმბოლოსგან შედგება.

  უშუალოდ VIN კოდი სამ ნაწილიანია:

- World Manufacturers Identification (WMI) - მწარმოებლის მსოფლიო ინდექსი;                
- Vehicle Description Section (VDS) - აღწერითი ნაწილი;                                                         
- Vehicle Identification Section (VIS) - განმასხვავებელი ნაწილი.
 
 
WMI -მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდია. იგი სამი სიმბოლოსაგან შედგება : პირველი აღნიშნავს გეოგრაფიულ ზონას, მეორე - ქვეყანას ამ გეოგრაფიულ ზონაში, მესამე - მწარმოებელს.
VDS - VIN კოდის მეორე ნაწილია და შედგება ექვსი სიმბოლოსაგან, რომლებიც ავტომანქანის თვისებებს აღწერენ. თვითონ ნიშნებს, მათ თანმიმდევრობას და მნიშვნელობას ადგენს მწარმოებელი. მწარმოებელს უფლება აქვს გამოუყენებელი პოზიციები შეავსოს თავისი შეხედულებით შერჩეული ნიშნებით.
VIS - VIN კოდის 8 სიმბოლოსგან შემდგარი მესამე ნაწილია, რომლის ბოლო 4 სიმბოლო აუცილებლად ციფრია.  თუ მწარმოებელი ისურვებს VIN კოდის შემადგენლობაში შეიტანოს სამოდელო წელი, ან ამწყობი ქარხნის მონაცემები, რეკომენდირებულია სამოდელო წლის განთავსება პირველ პოზიციაზე, ხოლო ამწყობი ქარხნის მონაცემების - მეორეზე.
VIN კოდის სტრუქტურა ბოლო 4 სიმბოლოს გამოკლებით ალფავიტურ-ციფრულია. მის შესადგენად დაშვებულია შემდეგი არაბული ციფრების და ლათინური ასოების გამოყენება:
 
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F G H J K L M N P R S T U V W X Y Z
 
აკრძალულია შემდეგი ასოების გამოყენება: I, O, Q

დეტალურად VIN კოდის შესახებ
  ვინ დეკოდერი

თითოეულ ასოს და ციფრს გააჩნია სპეციფიკური მნიშვნელობა:
 

1

G

1

J

F

2

7

W

8

G

J

1

7

8

2

2

7

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

მწარმოებელი ქვეყანა
მწარმოებელი 
სატრანსპორტო საშუალების ტიპი

სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები

საკონტროლო ციფრი
სამოდელო წელი
დამამზადებელი ქარხანა
სერიული ნომერი

  

  ავტომანქანის VIN კოდის პირველი ციფრი აღნიშნავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება: აშშ (1 ან 4), კანადა (2), მექსიკა (3), იაპონია (J), კორეა (K), ინგლისი (S), გერმანია (W), იტალია (Z).

  ავტომანქანის VIN კოდის მეორე სიმბოლო აღნიშნავს მწარმოებელს: Audi (A), BMW (B), Buick (4), Cadillac (6), Chevrolet (1), Chrysler (C), Dodge (B), Ford (F), GM Canada (7), General Motors (G), Honda (H), Jaguar (A), Lincoln (L), Mercedes Benz (D), Mercury (M), Nissan (N), Oldsmobile (3), Pontiac (2 or 5), Plymouth (P), Saturn (8), Toyota (T), Volvo (V).

  ავტომანქანის VIN კოდის მესამე სიმბოლო მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ტიპზე.

სიმბოლოები მეოთხედან  მერვეს ჩათვლით მიიუთითებენ სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებს, როგორიცაა ძარის ტიპი, ძრავის ტიპი, მოდელი, სერია და ა.შ.
  
ავტომანქანის VIN კოდის მეცხრე სიმბოლო წარმოადგენს VIN კოდის საკონტროლო ციფრს, რომელიც ამოწმებს წინა სიმბოლოებს.
 
ავტომანქანის ქარხნული VIN კოდის მეათე ციფრი ასახავს სამოდელო წელს.
 

წელი

ნიშანი

წელი

ნიშანი

წელი

ნიშანი

1981

B

1991

M

2001

1

1982

C

1992

N

2002

2

1983

D

1993

P

2003

3

1984

E

1994

R

2004

4

1985

F

1995

S

2005

5

1986

G

1996

T

2006

6

1987

H

1997

V

2007

7

1988

J

1998

W

2008

8

1989

K

1999

X

2009

9

1990

L

2000

Y

2010

A

 
   განასხვავებენ სამოდელო და კალენდარულ წლებს. კალენდარული წელი ნიშნავს წელს, რომელშიც გამოშვებული იქნა ავტომანქანა. სამოდელო წელი განისაზღვრება მწარმოებლის მიერ და შეიძლება განსხვავდებოდეს კალენდარული წლისაგან. სამოდელო წლის დაწყება განისაზღვრება ავტომანქანის ახალი მოდელის გამოშვებით, ამიტომ სამოდელო წელი შეიძლება რამდენადმე უსწრებდეს კალენდარულს. ამ შემთხვევაშიც კი, VIN კოდში მითითებულია ციფრი რომელიც შეესაბამება არა მიმდინარე, არამედ მომდევნო კალენდარულ წელს. (უმეტეს შემთხვევაში სამოდელო წელი იწყება კალენდარული წლის 1 ივლისს და მთავრდება მომავალი წლის 30 ივნისს.)
   ავტომანქანის VIN კოდის მეთერთმეტე სიმბოლო აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების ამწყობ ქარხანას.
 
სიმბოლოები მეთორმეტედან მეჩვიდმეტეს ჩათვლით გამოხატავენ კონვეიერზე  სატრანსპორტო საშუალების აწყობის პროცესის თანმიმდევრობას.
 
ავტომანქანის ქარხნული VIN კოდის პირველი ციფრი ასახავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება. 
WMI       რეგიონი                   ქვეყანა
A-H

Africa

South Africa = AA-AH
J-R Asia
Japan = J
South Korea = KL-KR
China = L
India = MA-ME
Indonesia = MF-MK
Thailand = ML-MR
Philippines = PA-PE
Malaysia = PL-PR
S-Z

Europe

United Kingdom = SA-SM
Germany = SN-ST, W
Poland = SU-SZ
Switzerland = TA-TH
Czech Republic = TJ-TP
Hungary = TR-TV
Austria = VA-VE
France = VF-VR
Spain = VS-VW
Yugoslavia = VX-V2
The Netherlands = XL
USSR = XS-XW
Russia = X3-X0
Belgium = YA-YE
Finland = YF-YK
Sweden = YS-YW
Italy = ZA-ZR
1-5

North America

United States = 1, 4, 5
Canada = 2
Mexico = 3
6-7  Oceania Australia = 6A-6W
New Zealand = 7A-7E
8-0  South America Argentina = 8A-8E
Chile = 8F-8J
Venezuela = 8X-82
Brazil = 9A-9E, 93-99
Colombia = 9F-9J

 

 

 

 

VinInfo | © 2009-2024